გეენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეენა (გეენია) - იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველი. ძველად აქ იყო წარმართული ღვთაება - მოლოხის კულტი, რომელსაც ჩვილებს სწირავდნენ. შემდეგ ეს ადგილი (წინასწარმეტყველ ოსიას დროს) ნაგავსაყრელად იქცა, სადაც სულ მუდამ ენთო ცეცხლი და იყო საშინელი სიმყრალის სუნი და ამიტომ იქცა ჯოჯოხეთის სიმბოლოდ (მარადიული სატანჯველი).