რუსენი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსენი ანდრე - (ფრ. ROUSSIN ANDRÉ. 1911 - 1987). ცნობილი ფრანგი კომედიოგრაფი მსახიობი და რეჟისორი, ფრანგული აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია

ანდრე რუსენი დაიბადა 1911 წელს ქალაქ მარსელში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით აბარებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მალე სწავლას თავს ანებებს. მუშაობდა სადაზღვევო აგენტად (1931-1932), ჟურნალისტად პატი მარსიეში (1933-1935), მსახიობად ლუი დიუკრეს დასში ნაცრისფერი ფარდა (1934). ანდრე ბარსაკთან წელიწადის ყველა დროის დასთან (1933-1938) ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, ორჯერ გადაიღეს კინოში.

1939 წლიდან ანდრე რუსენი მთლიანად დრამატურგიაში მოღვაწეობს. პირველი დრამატული ნაწარმოები, რომელმაც წარმატება მოუტანა, არის კომედია-ფარსი „ამ-სტრამ-პრამ“ (1944). ის თავად დგამს ამ პიესას მარსელში და ერთ-ერთ მთავარ როლსაც თამაშობს.

ომის შემდეგ ანდრე რუსენი საცხოვრებლად პარიზში გადადის. დედაქალაქში პირველი წარმატება მოუტანა მცირე კომედიამ „პატარა ქოხი“ („La petite Hutte“, 1947). მის კალამს ოცდაათზე მეტი ყოფითი და ფსიქოლოგიური ხასიათის კომედია ეკუთვნის, რომლებიც ხშირად იდგმება ფრანგულ სცენაზე. ამ პიესებმა არაერთხელ მიიღეს სხვადასხვა სახის ლიტერატურული პრემიები. 1973 წელს ფრანგულმა აკადემიამ ანდრე რუსენი ორმოც უკვდავთა სიაში შეიყვანა, რითაც ოფიციალურად აღიარეს მისი, როგორც დრამატურგის დამსახურებანი.

ანდრე რუსენის ყველაზე ცნობილი კომედიებია:

  • „დიდი, უბრალო გოგონა“ (1944);
  • „არმოყვარული ჟან ბატისტი“ (1945);
  • „აქილევსის საფლავი“ (1945);
  • „ნინა“ („Nina“, 1949);
  • „სტრაუსის კვერცხი“ („Les Oeufs de l’autruche“, 1950);
  • „შმაგი სიყვარული“ (1955);
  • „წმინდა ოჯახი“ (1956);
  • „როცა ბავშვი ჩნდება“ (1957);
  • „ნატიფი ქალები“ (1960);
  • „სიყვარული არ თავდება“ (1963);
  • „ნათელმხილველი“ („La Voyante“, 1963);
  • „ორთქლმავალი“ (1963);
  • „ვერასოდეს გამოიცნობ“ (1969);
  • „სილა“ (1970).

დრამატული ნაწარმოებებს გარდა რუსენს ეკუთვნის მოგონებათა წიგნი „თმენა და ართმენა“ (1953) და წიგნი თეატრზე „ბორდოსფერი ფარდის მიღმა“ (1981).




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები