ამირჩქარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამირჩქარი - ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა უფროსი. როდესაც ამირსპასალარი თავისი თანამშრომლებითურთ სალაშქრო საქმეს „იურვოდა“, აჩუხჩი, ამირჩქარი და მერემეთუხუცესი (მერემე), წესის თანახმად, წინ მიდიოდნენ. ამირჩქარს ევალებოდა მეფის დაცვა და შიკრიკების ხელმძღვანელობა (მათი გაგზავნა, მიღება და ა.შ.).