აპოგრაფე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოგრაფე - (άπογραφή), ძველ საბერძნეთში საჯარო ბრალდების ერთ-ერთი სახეობა. ბრალდებული ჩამოთვლიდა ქონებას, რომელსაც, მისი აზრით, სახელმწიფოს კუთვნილება იყო და ბრალდებულის მიერ უკანონოდ იყო მითვისებული. საქმის მოგების შემთხვევაში მას ამ ქონების 3/4 გადაეცემოდა. დემოსთენეს სიტყვა „ნიკოსტრატოსის წინააღმდეგ“ და ლისიასის სიტყვა „არისტოფანეს მემკვიდრეობისთვის“ ამ ტიპის საქმეთა გამო არის დაწერილი.