არგნოსანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არგნოსანი - მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საპოლიციო ხასიათის ფუნქციებს. არგანი (საბჯენი ჯოხი) მისი სამოხელეო ნიშანი იყო. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ არგნოსანს ხელჯოხიანს ან ხელარგნოსანს უწოდებდნენ.