აჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:25, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჯა - ძველ საქართველოში ხელისუფლისადმი მიმართული თხოვნა სამართლის ან რაიმე წყალობის მისაღებად. სამართლის მთხოვნელის აჯას ანუ საჩივარს (გვიანდ. არზა) განიხილავდა სათანადო ხელისუფალი ან სასამართლო დაწესებულება (ერთ დროს სააჯო კარი). აჯის შედეგად წყალობის მიღება საგანგებო მინიშნებით აისახებოდა საბუთში (მაგ., „...მამულის წიგნსა გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი... შეგიწყალეთ და გიბოძეთ...“). წყალობის სიგელის იმ ნაწილს, სადაც თხოვნის მოკლე შინაარსი იყო გადმოცემული, ჰაჯა-მოხსენება ეწოდებოდა.