ვიოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:01, 19 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიოლა - ვიოლები, ხემიან მუსიკალური საკრავთა ოჯახი. ვიოლას ჰქონდა კვარტულ-ტერციული წყობის 5-7 სიმი. დაკვრის დროს მათ ვერტიკალურად იჭერდნენ. XVI ს-ში გავრცელდა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში. ჰქონდათ ნაზი ხმა. გავრცელებული იყო ძირითადად არისტოკრატულ საზოგადოებაში. XVII ს-ში განდევნა ვიოლინოს ოჯახის საკრავებმა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")