გამოთვლითი ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 27 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოთვლითი ცენტრი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი ცენტრი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ჩამოყალიბდა 1956 წელს თბილისში. გამოთვლითი ცენტრის ძირითადი საქმიანობაა გამოთვლითი ტექნიკის შესაძლებლობათა გათვალისწინებით დაამუშაოს გამოყენებითი მნიშვნელობის მათემატიკური ამოცანების ამოხსნის რიცხვითი მეთოდები, კიბერნეტიკის მათემატიკური პრობლემები, ალბათობათა თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხები, კიბერნეტიკის გამოყენების საშუალებები ეკონომიკაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები