უკანონო შვილი, ანუ ღვთისმოსაობის გამოცდა (დიდრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:09, 12 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკანონო შვილი, ანუ ღვთისმოსაობის გამოცდადენი დიდროს პიესა.

1757 წელს დიდრომ შექმნა პირველი ახალი ჟანრის პიესა „უკანონო შვილი, ანუ ღვთისმოსაობის გამოცდა“, რომელიც 1771 წელს განხორციელდა ფრანგული კომედიის თეატრში. მაგრამ დადგმამდე ნაბეჭდი სახით გავრცელებულმა პიესამ და თანდართულმა თეორიულმა ნააზრევმა „საუბრები უკანონო შვილზე“, დიდი შთაბეჭდილება მოახინა საზოგადოებაზე. ეს სერიოზული დრამატურგიული ჟანრის შექმნის პირველი მცდელობა იყო, რომელიც გარდამავალი უნდა ყოფილიყო ტრაგედიასა და კომედიას შორის.

დრამაში ნაჩვენებია პატიოსანი ბურჟუა, რომელიც დაჯილდოებულია კეთილშობილებითა და მაღალი მორალით. მდიდარი ლიზიმონის უკანონო ვაჟს – დორვალს უყვარს თავისი მეგობრის, კრელვილის საცოლე როზალია (ლიზიმონის კანონიერი ქალიშვილი). ქალიც არ არის გულგრილი მის მიმართ. დორვალი კი უყვარს კრელვილის დას – კონსტანციას. დორვალმა არ იცის, რომ როზალია მისი დაა, მაგრამ მეგობრობის გამო უარს ამბობს თავის გრძნობაზე. როცა გმირები, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, დაძლევენ თავიანთ გრძნობებს, გაიგებენ სიმართლეს. კრელვილი შეირთავს როზალიას, ხოლო დორვალი – კონსტანციას. ყველაფერი კარგად მთავრდება არა იმიტომ, რომ როზალია აღმოჩნდება დორვალის და, არამედ იმიტომ, რომ ორივე მეგობრისთვის უპირველესია ღირსება, კეთილშობილება და უანგარობა. ისინი მაღალი მორალის მქონე პიროვნებები არიან, მზად არიან მსხვერპლად გაიღონ თავიანთი გრძნობები არა სახელმწიფოს სასარგებლოდ, როგორც ეს კლასიცისტურ ნაწარმოებებში იყო, არამედ იდეალიზებული ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის. დიდროს მიზანი იყო უბრალო ცხოვრებისეულ მაგალითებზე ეჩვენებინა კეთილშობილური გონების და ეგოისტური ვნების კონფლიქტი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები