მრავალკუთხედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 20 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალკუთხედი – ჩაკეტილი ტეხილი წირის გაერთიანება მის შიგა არესთან თვით ჩაკეტილ წირს, რომელიც შედგება სწორხაზოვანი მონაკვეთებისაგან, ეწოდება მრავალკუთხედის საზღვარი. ტეხილის ცალკეულ სწორხაზოვან მონაკვეთს ეწოდება მრავალკუთხედის გვერდი, ტეხილის წვეროებს კი მრავალკუთხედის წვეროები. მონაკვეთს, რომელიც აერთებს მრავალკუთხედის ორ არამოსაზღვრე წვეროს, ეწოდება დიაგონალი.


წესიერი n–კუთხედის ფართობი. მასზე შემოხაზული და მასში ჩახაზული წრეწირების რადიუსები
MravalkuTxedi (2).png


მრავალკუთხედს ეწოდება ამოზნექილი, თუ იგი მთლიანად მდებარეობს მისი ნებისმიერი გვერდის შემცველი წრფის ცალ მხარეს. ამოზნექილ მრავალკუთხედს ეწოდება წესიერი, თუ ტოლია მისი ყველა გვერდი და ყველა შიგა კუთხე. მრავალკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი უდრის 180°(n-2), სადაც n- მრავალკუთხედის გვერდების რიცხვია. ეს ფორმულა პირველად მოგვცა გერმანელმა მათემატიკოსმა რეგიომონტანამ. მრავალკუთხედში გავლებული ყველა დიაგონალის რაოდენობა უდრის n(n-3)/2. ზოგჯერ მრავალკუთხედს მრავალგვერდას უწოდებენ.

უმნიშვნელოვანესი მრავალკუთხედებია: სამკუთხედი (მართკუთხა, სხვადასხვაგვერდა, ტოლფერდა, ტოლგვერდა), ოთხკუთხედი (მართკუთხედი, კვადრატი, პარალელოგრამი, რომბი, ტრაპეცია).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები