ეპიზოდი (დრამატურგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:10, 1 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპიზოდი – დრამატული ნაწარმოების დამოუკიდებელი, დასრულებული სცენა, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად თემასთან. არსებობს ისეთი პიესები, რომლებიც შედგება ერთი საერთო სიუჟეტური ჩონჩხით გაერთიანებული ერთმანეთის მონაცვლე მრავალი ეპიზოდისაგან (ბ. ბრეხტის, ვ. ნ. ბილ-ბელოცერკოვსკის, ვ. ვ. მაიაკოვსკისა და სხვათა). ეპიზოდი დამახასიათებელია აგრეთვე პიესა-მიმოხილვების, ინსცენირებების, მოთხრობებისა და რომანებისათვის.