ბლანტერი მატვეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 19 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბლანტერი მატვეი ისაკის ძე - რუს. Матве́й Исаа́кович Бла́нтер (28. I. 1903, – პოჩეპი, ჩერნიგოვის გუბერნია, – 24. IX. 1990, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი. სსრკ სახალხო არტისტი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა მასობრივი სიმღერის განვითარებაში. მას ეკუთვნის პოპულარული სიმღერები:
- „კატიუშა“,
- „პარტიზანი ჟელეზნიაკი“,
- „სიმღერა შჩორსზე“,
- „მშვიდობით ქალაქებო და ქოხებო“,
- „ფრონტისპირა ტყეში“ და სხვ.
ავტორია ოპერეტისა „ამურის ნაპირებზე“, კინოს მუსიკისა და სხვ. მასვე ეკუთვნის ცნობილი საფეხბურთო მარში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")