ქროული ნათან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნათან ქროული – (დაიბადა 1966 წელს, ლონდონში) – ბრიტანელი და ამერიკელი კინომხატვარი.

ბაკალავრის ხარისხით, დამთავრებული აქვს ბრაიტონის პოლიტექნიკური კოლეჯი, „სამგანზომილებიანი დიზაინის” სპეციალობით. არქიტექტურული პრაქტიკის გავლის შემდეგ, ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამუშაოდ მოეწყო ფილმ „კაპიტან ქრიუქის” (1991 წელი) პროექტის ართ დეპარტამენტში. სწორედ აქედან იწყება მისი კინემატოგრაფიული საქმიანობა. შემდეგ ირლანდიაში, რამდენიმე კინოპროექტზე იმუშავა, რაც დამდგმელი მხატვრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარა, ვიდრე მისი სახელი პირველად გამოჩნდებოდა ჰოლივუდური ფილმის „მტრის ზურგში” (2001 წელი) ტიტრებში. შემდეგ დამწყები რეჟისორი ქრისთოფერ ნოლანი გაიცნო და მათი მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგი გახდა ფილმები: „უძილობა” (2005 წელი), „პრესტიჟი” (2006 წელი), „ბნელი რაინდი” (2008 წელი) და „ბნელი რაინდი. ლეგენდის აღორძინება” (2012 წელი) და ა. შ.

ნათან ქროული, როგორც დამდგმელი მხატვარი, ხუთჯერ იყო ნომინირებული ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე”, ასევე ხუთჯერ – ბრიტანეთის კინოაკადემია BAFTA-ს პრემიაზე (ფილმებისთვის „პრესტიჟი”, „ბნელი რაინდი”, „ინტერსთელარი” (2014 წელი), „დიუნკერკი” (2017 წელი) და „ადამიანი მთვარეზე” (2018 წელი).Tkenchoshvili (განხილვა)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები