ოზონი ფრანსუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 11 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრანსუა ოზონი – (დაიბადა 1967 წელს პარიზში, საფრანგეთი) — ფრანგი სცენარისტი და კინორეჟისორი, ვისი ფილმებიც ხასიათდება მწვავე სატირით და თავისუფალი შეხედულებებით ადამიანურ სექსუალობაზე. მან საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა თავისი ფილმების „8 ქალი“ და „აუზის“ წყალობით. ფრანსუა ოზონი „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ ახალგაზრდა რეჟისორად ითვლება საფრანგეთში.დამთავრებული აქვს ფრანგული კინოსკოლა „ლა ფემი“.
ფილმოგრაფია:
- 1998 — „ვირთხების სადგომი“
- 1999 — „კრიმინალური შეყვარებულები“
- 2000 — „წვიმის წვეთები გავარვარებულ კლდეებზე“
- 2002 — „8 ქალი“
- 2003 — „აუზი“
- 2005 — „პატიების ჟამი“
- 2007 — „ანგელოზი“
- 2009 — „თავშესაფარი“
- 2012 — „სახლში“
- 2013 — „ახალგაზრდები და ლამაზები“
და სხვა.
ჯილდოები:
- 2000 — „წვიმის წვეთები გავარვარებულ კლდეებზე“ (პრიზი-Teddy საუკეთესო მხატვრული ფილმისთვისბერლინის კინოფესტივალი)
- 2009 — „თავშესაფარი“ (ჟიურის სპეციალური პრიზი სან-სებასტიანის კინოფესტივალი)
- 2012 — „სახლში“ (სან-სებასტიანის კინოფესტ. „ოქროს ნიჟარა“ და ჟიურის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)
- ლუმერების პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის