დრეზენი ანდრეას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 12 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეას დრეზენი

ანდრეას დრეზენი – (დაიბადა 1963 წელს ქ. ჰერაში, გდრ) – გერმანელი კინორეჟისორი, მრავალრიცხოვანი მსოფლიო კინოფესტივალების პრიზიორი. 1986-1991 წლებში ის კინორეჟისურას სწავლობდა პოტსდამის კონრად ვოლფის სახელობის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში.

დრეზენის რეჟისორული მანერა მის ფილმებს დოკუმენტურ კინოსთან აახლოებს, ის ხშირად იყენებს არაპროფესიონალ მსახიობებს და ეყრდნობა იმპროვიზაციას.

ფილმოგრაფია:

  • 1992 – „მშვიდი ქვეყანა“
  • 1997 – „განერიდე შენს კანს“
  • 1999 – „ღამის აჩრდილები“
  • 2000 – „ქალი პოლიციელი“
  • 2002 – „გრილ-ბარი „შუაგზაზე“
  • 2005 – „ვილენბროკი“
  • 2005 – „ზაფხული აივანზე“
  • 2008 – „მეცხრე ცაზე“
  • 2009 – „ვისკი არყით“
  • 2011 – „გაჩერება გადასარბენზე“

ჯილდოები:

  • 1999 – „ღამის აჩრდილები“ (ვერცხლის დათვი მიხაელ გვიზდეკს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • „ბერლინალეზე“)
  • 2002 – „გრილ-ბარი „შუაგზაზე“ (ჟიურის დიდი პრიზი „ბერლინალეზე“; გერმანული ართ-ჰაუსის გილდიის პრიზი)
  • 2008 – „მეცხრე ცაზე“ (კანის კინოფესტივალის პროგრამა „განსაკუთრებულ ხედვაში“ გამარჯვებული; საუკეთესო რეჟისორი (ნომინაცია), ევროპული კინოაკადემიის პრიზი)
  • 2009 „ვისკი არყით“ (პრიზი საუკეთესო რეჟისორს კარლოვი-ვარის სკფ.)
  • 2011 – „გაჩერება გადასარბენზე“ (კანის კინოფესტივალზე პროგრამა „განსაკუთრებულ ხედვაში“ გამარჯვებული)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები