მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია:1930-1960-იანი წლები
მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია:1930-1960-იანი წლები
ავტორი: ზვიად დოლიძე
რედაქტორები: ლელა ოჩიაური; ირინა დემეტრაძე
გამომცემლობა: კენტავრი 2016
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელოს შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. იგი ამავე ავტორის ადრე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს – „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. უხმო კინო“ თემატური გაგრძელებაა და მოიცავს პერიოდს, დაწყებულს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იანი წლების მიწურულამდე. ეს იყო ეპოქა, როდესაც კინო გახმოვანდა და გაფერადდა, გაჩნდა ახალი ჟანრები, ქვეჟანრები, მხატვრული მიმდინარეობები, დაიხვეწა სარეჟისორო, სამსახიობო, საოპერატორო და ა. შ. კულტურა, გაუმჯობესდა საწარმოო, სადისტრიბუციო, სადემონსტრაციო ტექნოლოგიები, ასპარეზზე გამოჩნდნენ ნიჭიერი კინემატოგრაფისტები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კინოხელოვნების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაში.