აბრამიანი (ლექსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:28, 16 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრამიანიბიბლიურ სიუჟეტზე აღმოცენებული ხალხური ლექსი. აბრამიანს დიდი ადგილი ეჭირა მესტვირეთა რეპერტუარში. ვარიანტების უმრავლესობა შეიცავს ორ ძირითად ეპიზოდს: აბრამის უშვილობასა და ისაკის მსხვერპლად შეწირვას. აბრამიანის უძველესი ხელნაწერი დათარიღებულია 1831 წ. პირველად გამოიცა 1874 წ., უფრო სრულია 1898 წ. გამოცემა.

ვ. მაცაბერიძე.


ლიტერატურა

  • მერკვილაძე ს., ხალხური აბრამისა და იობის ლექსი. თბ., 1898;
  • ხახანაშვილი ა., ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ. გასულამდე), თბ., 1904, 1913, 1919;
  • ცანავა ა., სასულიერო ლექსები, ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, 11, თბ., 1968.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები