ალიტერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:13, 16 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალიტერაცია – (ლათ. alliteratio), ერთნაირი თანხმოვნების განმეორება სიტყვაში, ფრაზაში, სტრიქონში, სტროფში. განსაკუთრებით გავრცელებულია ხალხურ ლექსებში, ანდაზებში, გამოცანებში, ე. წ. „ენის გასატეხში“.
- „შავს კლდესა შავი ყორანი
- ჩავა და ჩაექანება. . .“
- „არზრუმს არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიცი“;
- „აჯიჯარი, ბაჯიჯარი, ოთხი ფეხით მაბიჯარი“ ..
ჯ. ბარდაველიძე