ამბავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:25, 16 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამბავა, ანბავა – ფშავსა და ხევსურეთში ზღაპრის აღმნიშვნელი ტერმინი „მეცხვარის ამბავა“, „ამბავანი იციან მჩეჩელჩი და მწყემსობაჩი“ (ხალხური). ამბავას მხატვრული გამონაგონით უპირისპირებენ ანდრეზს – საისტორიო მხატვრულ პროზას. „ამბავა ტიყუილი ას, ანდრეზ – მართალი“ (ხალხური).
ქს. სიხარულიძე
ლიტერატურა
- ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949, გვ. 9-10.;
- მისივე, ნაკვევები, 1, 1958, გვ. 373;
- მისივე, ქართ. ხალხ. სიტყვ., ქრესტომათია, 1, 1956, გვ. 283.