ანბანთქება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 17 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანბანთქება – პოეტური ჟანრი, რომელსაც უმთავრესად სააღმზრდელო-დიდაქტიკური ხასიათი ჰქონდა. ანბანთქებაში მთავარი ყურადღება ეთმობა ბგერათა თანამიმდევრობასა ღა თითოეული მათგანის აღწერა-დახასიათებას წერა-კითხვის შესწავლის მიზნით. ანბანთქება ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ხალხურ პოეზიაში ისე მწერლობაში.
- ანა, ბანა, განა, დონა –
- უცოდრობამ დამაღონა.
- ენა, ვინა, ზენა, თანა –
- კოხტა გოგომ წამიყვანა ...
მწერლობაში ანბანთქებებს ქმნიდნენ არჩილი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II და სხვ. კომპოზიციისა და ვერსიფიკაციის მიხედვით ანბანთქება ნაირფეროვანია. ანბანთქება დამწერლობის შემოღების შემდეგ შექმნილი ჟანრია.
დ. გოგოჭური