ბეღელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 18 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეღელა – ზღაპრულ-მითიური პერსონაჟი, დევი. ზეპირსიტყვიერების მიხედვით, ბეღელა დევ მუზასთან ერთად ბინადრობდა ივრის სათავეებში, ბეღელთანას, ისინი ადამიანთა მოდგმის მტრები იყვნენ და სოფლებს იკლებდნენ... კოპალამ ბეღელა, სხვა დევებთან ერთად, გაანადგურა.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები და თქმულებანი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1967, გვ. 22, 38.