ბუსლაევი თედორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 18 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თედორე ბუსლაევი – (1818-1897), რუსული ენის, ფოლკლორის, ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევარი, შედარებითი-ისტორიული სკოლის წარმომადგენელი იზიარებდა ძმ. გრიმების მითოლოგიურ თეორიას.
ხალხური სიტყვიერების შესახებ გამოირჩევა მისი ნაშრომები: „Исторические очерки русской словесности“, I-II, 1861; „Народная поэзия“ (1887), „Мои досуги“ (1886).
ბუსლაევი მიუთითებდა ხალხური შემოქმედებისა და ლიტერატურის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. ბუსლაევი თანდათან დაცილდა მითოლოგიურ სკოლას და სესხების თეორია გაიზიარა.
ელ. ეირსალაძე