გვრინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:26, 19 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გვრინი – მთიბლური სიმღერის კილო. სრულდება ინდივიდუალურად, თიბვის დროს ცელის ქნევასთან ერთად. საგვრინავ ლექსებად იყენებენ როგორც უშუალოდ თიბვის შრომის პროცესის ამსახველ, ასევე ხმითნატირალ ლექსებს.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ა.შანიძე, ხალხური პოეზია, 1931;
- მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, III, 1940, გ. ჩიტაიას წინასიტყვაობა;
- თ. ოჩიაური, ხევსურული მთიბლური სიმღერა – გვრინი, მიმომხილველი, 1951;
- ელ. ვირსალაძე, აღმ. საქ. მთიელთა ზეპირსიტყვიერება, 1959.