გუდამაყრელი ხვედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:38, 20 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუდამაყრელი ხვედია – გმირი მეცხვარე რომელიც თავგანწირულად შეება გადამთიელ თაგდამსხმელებს, მოკლა მარბიელი რაზმის წინამძღოლი და ცხვრის ფარა დაღუპვას გადაარჩინა.
- ხვედიავ, გუდამაყრელო,
- შენ დედამც ცხონდებისაო,
- შენ მახკალ თათრი ბელადი,
- როგორ დასწონე გმირსაო.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- დ. ხიზანიშვილი, ფშაური ლექსები, გვ. 51;
- ქს. სიხარულიძე, ქართველი სახალხო გმირები, 1952, გე. 20;
- ნ. შამანაძე, მეკობრეობის ასახვა მწყემსთა პოეზიაში. ბათუმის ინსტიტუტის შრომები, ტ. III, 1964, გვ. 106.