დედა-ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:41, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„დედა-ენა“ – საანბანო წიგნი, შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ. პირველად გამოიცა 1876 წ. დედა-ენა უხვად შეიცავს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. მათი უმეტესი ნაწილი შემდგენლის მიერაა დაძებნილი და ჩაწერილი. ფოლკლორულ ნაწარმოებთა რიცხვი დედა-ენაში 200 აღემატება. ისინი ძირითადად გადამუშავებული სახით შეიტანა იაკ. გოგებაშვილმა საანბანო წიგნში. ფოლკლორი დედა-ენის მნიშვნელოვან საკითხავ მასალას წარმოადგენს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო წიგნის სახალხო სახელმძღვანხელოდ გადაქცევას.
ფ. ზანდუკელი
ლიტეერატურა
- იაკ. გოგებაშვილი, თხზ., ტ. V;
- მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956.