ჟორალაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:50, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟორალაუ (ბალყ.-ყარაჩ Жоралау – „ხელდასხმა“) – ინიციაცია. სათანადო გამოცდის შემდეგ, ბალყარელი და ყარაჩელი ახალგაზრდები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მებრძოლები ხდებოდნენ და წმინდა ცოდნას ეზიარებოდნენ. კურთხევის ნიშნად მარჯვენა ბეჭზე ჯვარს გამოუსახავდნენ (ამას უკავშირდება ტერმინი жоралау – „ჯვრის აღება [მიღება]“). ეპოსის თანახმად, ინიციაციის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შამბალიყის სალოცავში სრულდებოდა, ცეცხლზე გავლას ითვალისწინებდა.
ლიტერატურა
Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007.