კალევალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:35, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალევალა – კარელიურ-ფინური ეპოსი. ფოლკლორის ეს უკვდავი ძეგლი მთლიანი ნაწარმოების სახით ჩვენამდე მოვიდა ელიას ლენროტის (1802–1884) მრავალი წლის დაუღალავი შრომის მეოხებით. უშუალოდ ხალხში შეკრებილი და კომპოზიციურად გამთლიანებული რუნებიდან ლენროტმა შეარჩია საუკეთესონი და გამოსცა „კალევალა, ანუ კარელიის ძველი რუნები ფინელი ხალხის გარდასულ დროზე “ (1835, 1849). კალევალას ეპოსში საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურის ანარეკლია წარმოდგენილი. ძირითადად ეს ხალხური ეპოსი პირველყოფილ-გვაროვნულ წყობას ასახავს.

ნ. შამანაძე


ლიტერატურა

  • კალევალა, „საბჭოთა საქართველო“, 1969.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები