ორთოგონალურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორთოგონალურობა – 1) პერპენდიკულარობის განზოგადება (ხშირად მისი სინონიმი). ტერმინი წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან ορϑοζ – „სწორი“, „მართი“ და γωνiα – „კუთხე“. სიტყვასიტყვით ნიშნავს – „მართკუთხოვანს“. ბერძნებთან ეს ტერმინი ყოველთვის დაკავშირებული იყო სამკუთხედებთან, კვადრატებთან და კონუსთან. ამ ტერმინს იყენებდა ევკლიდეც. პერპენდიკულარობის აღმნიშვნელი ნიშანი ⊥ შემოიღო ერიგონმა (1634-1644). ეს ტერმინი ფუნქციებზე გადაიტანა შმიდტმა (1905).
2) ვექტორთა მოცემული სისტემის ნებისმიერი წყვილის სკალარული ნამრავლის ნულთან ტოლობა.