ბინომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბინომი – ორწევრი, ორი ალგებრული გამოსახულების ჯამი ან სხვაობა (a-b; 5x+2y2). ბინომის ხარისხს, ე.ი. (a+b)n გამოსახულებას ნიუტონის ბინომს უწოდებენ.
სახელწოდება „ბინომი“ შემოიღო ევკლიდემ. იტალიელი მათემატიკოსი ნიკოლო ტარტალი სახელწოდება „ბინომს“ იყენებდა axm+bxn გამოსახულებისათვის (1556). სიტყვამ დღევანდელი აზრი ორი წევრის ალგებრული ჯამი – მიიღო ნიდერლანდელი მათემატიკოსისა და ინჟინრის ს. სტევინის დროიდან (1585).
ტერმინი წარმოიშვა ორი სიტყვიდან: ლათინური bi - ორი და ბერძნული νομοσ – არე, ნაწილი, წევრი.