დიდრიფშ ნჷხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:32, 15 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდრიფშ ნჷხა (ანიფს ნჷხა) - აფხ. სალოცავი. ფსჰუ ნჷჰას წილი (დიდრიფშის სალოცავი ანუ დედის სულის სალოცავი. გუდაუთის რაიონში სოფ. აჭანდარაში ჩასახლებულმა აფხაზებმა, ამ სოფლის თავზე არსებულ მცირე მთაზე დააფუძნეს ეს სალოცავი. ამას ერთ-ერთი ნართული ლეგენდა ადასტურებს. ნართ დიდი სამხრეთისაკენ პირველი მოგზაურობის დროს, ამ მთას ჭექა-ქუხილით დაეპატრონა. აქედან გამომდინარე ამ მთას „დიდრიფში“ უწოდეს. ლეგენდა გვამცნობს, რომ დიდს ამის შემდეგ მოძრავი წესი ჩამოუყალიბდა. იგი მდ. ყუბანის ველსა და დიდრიფს შორის ხშირად მოგზაურობდა. თუმცა, სამშობლოს არ ტოვებდა. ამ მთაზე აფხაზების გადმოცემით, „ყოვლისშემძლე წმინდანი იყო დასადგურებული“ , მათ იხილეს მისი სახლის ნანგრევები და დიდრიფში მასზე დააფუძნეს.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები