ლიმურყვამალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:59, 15 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიმურყვამალი („კოშკობა“) – ძველი წარმართული დღესასწაული ლაშხეთმი (ქვემო სვანეთი) აღწერილი არსენ ონიანის მიერ. მისი ცნობის თანახმად, ზემო და ქვემო ლაშხელები შეიყრებოდნენ სოფ. ჟახუნდერში, ააგებდნენ თოვლის კოშკს, დაარჭობდნენ ზედ დროშას, შემდეგ აირჩევდნენ თითო მეთაურს – „კესარს“ – და ერთმანეთს დააჭიდებდნენ. რა მხარესაც დამარცხებული კესარი დაეცემოდა, კოშკსაც იმ მიმართულებით წააქცევდნენ და ამით მომავალი მოსავლის მოსალოდნელ სიუხვეს არკვევდნენ. ამას ეწოდებოდა „კესრობა“. შემდეგ იმართებოდა ჭიდაობა, ცეკვა-თამაშები. სრულდებოდა საწესჩვეულებო საფერხისო სიმღერები (ადრეკილაი, კვირია და სხვ.).
დ. წერედიანი
ლიტერატურა
- არს. ონიანი, ლუშნუ ამბეარ, 1917;
- ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1960.