პარალელურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 18 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარალელურობა – როდესაც არა აქვთ საერთო წერტილი ერთ სიბრტყეში მდებარე ორ წრფეს, ან წრფესა და სიბრტყეს, ან ორ სიბრტყეს. ზოგჯერ მოსახერხებელია პარალელურად ჩავთვალოთ წრფეები ან სიბრტყეები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევიან.

ბერძნული παραλληλοζ ნიშნავს „გვერდით მავალი, ერთმანეთთან ახლოს გავლებული“. ეს სიტყვა, როგორც მათემატიკური ტერმინი იხმარებოდა 2500 წლის წინათ პითაგორის სკოლაში. ევკლიდემ ეს ტერმინი პირველად გამოიყენა სიბრტყეებისათვის, ხოლო პაპმა - სფეროზე პარალელებისათვის. ეს უკანასკნელი პარალელობის აღსანიშნავად იყენებდა = ნიშანს. ასეთი აღნიშვნა შემორჩა XVIII საუკუნემდე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეკორდის მიერ შემოღებული ტოლობის ნიშანი შევიდა ხმარებაში, პარალელურობას აღნიშნავდნენ || ნიშნით (კერსი 1637, ვილსონი 1714 და სხვ.).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები