აპოფთეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:15, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოფთეგმა — ბრძენთა, სახელგანთქმულ ადამიანთა სხარტი გამონათქვამი, სენტენცია, აფორიზმი, ანეკდოტი თუ თქმულება. აპოფთეგმათა კრებულები, რომელთა მიზანი იყო მკითხველთა ზნეობრივი დამოძღვრა, ფრიად პოპულარული იყო როგორც ანტიკურ საბერძნეთში, ისე შუა საუკუნეებში. კლასიკური ხანის ქართულ მწერლობაში ჩანს ინტერესი ამ რიგის ლიტერატურისადმი. სტეფანე ათონელმა თარგმნა იოანე ოქროპირის „ფუტკარი“ (შემონახულია მხოლოდ ფრაგმენტები), არსებობს ნილოს სინელის „ღნომნი სწავლათანი სარგებელად სულისა“ და „ღნომნი განსაყენებელნი განხრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა“. აპოფთეგმები მნიშვნელოვან ადგილს იჭერს აღორძინების ხანის მწერლობაში, როცა დიდაქტიკას საგანგებო ფასი დაედო. ამ დროისაა რამდენიმე აპოფთეგმური კრებული. ასეთია „ამირნასარიანი“ (წყარო — XI ს-ის სპარსელი პოეტის ქექაოზის „ყუბუს-ნამე“), რომლის სამი ვერსია არსებობს: ერთი პროზაული და ორი ლექსური. სამივე ვერსია ვახტანგ მეექვსეს ეკუთვნის. ცალკე გამოყოფენ აპოფთეგმების ერთ დარგს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“.


ლიტერატურა

ლ. ძოწენიძე, რუსული „აპოფთეგმატას“ ქართული რედაქციები, თბ., 1959.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები