ანანა-შაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:53, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანანა-შაცვა (აფხ. Анана’ шьацәа) – ქალების მფარველი, შვილიერების მომნიჭებელი ქალღმერთი აფხაზურ მითოლოგიაში. ამ სახელით ზოგჯერ ანანა-გუნდასაც მიმართავენ. ანანა-შაცვას სახელზე ყოველ აფხაზურ ოჯახში ჰყავდათ რძლის მშობლების მიერ დაყენებული უშობელი („ძატვი“), რომლის მონაგებს რიტუალურ კვერებთან („ა-კვაკვარი“) და ე.წ. აჩა-ღუაზალთან („პურ-ღვეზელი“) ერთად წელიწადში ერთხელ (სასურველი იყო და არა სავალდებულო, მარიამობაზე) ქალები ანანა-შაცვას სწირავდნენ და უმტკივნეულო მშობიარობასა და გამრავლებას შესთხოვდნენ. ანანა-შაცვაზე იყო დამოკიდებული ჯანმრთელი თაობის გაჩენა. თუ მსხვერპლშეწირვა და ლოცვა მარიამობას დაემთხვეოდა, მას „ნანჰვა“ (დედის ლოცვა) ერქვა. როგორც ჩანს, ანანა-შაცვას ქვეშ ღვთისმშობელი იგულისხმება.
ლიტერატურა
- Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
- Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
- Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976;
- მისივე. У истоков религии абхазов. Сух., 1976.