ერ-ანასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:05, 20 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ერ-ანასი (ყუმ. Эр-анаси – „მიწის დედა“) – მიწის სული ყუმიკურ მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავთ გოლიათური აღნაგობის, ძალზე მაღალი ქალის სახით; ფეხის ტერფები აგურს მიუგავს და ნაბიჯიც დიდი აქვს: როცა ერთი ფეხი, მაგალითად, სოფ ბაშლიკენტში უდგას, მეორეს 10-15 კმ-ით დაშორებულ სოფ. აყ-თერგში აბიჯებს. როცა სიკეთის ქმნის სურვილით არის მოცული, მიწა პურეულით ივსება, ყველაფერი ბარაქიანია და ადამიანებიც მდიდრდებიან.
ლიტერატურა
Кадыраджиев К. С. Структура и генезис кумыкских мифологических элементов палеотюркского происхождения // Мифология народов Дагестана. Махачкала, 1984.