მუშაითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუშაითიაკრობატი, ჟონგლიორი საცირკო ხელოვნების წარმომადგენელი. მუშაითი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხალხურ სანახაობებში. ძველი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ თამარის ქორწინების დროს „იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა სახიობათა მჭგრეტელობანიო"“, მუშაითები მოხსენებულნი არიან ვეფხისტყაოსანშიც.

  • ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა,
  • მგოსანი და მუშაითნი უხმეს, ჰპოვეს რაცა სადა.

ჯ. ბარდაველიძე



ლიტერატურა

  • დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბილისი, 1948.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები