ბაგრატიონი დომენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი დომენტი (XVII-XVIII სს.). — მწიგნობარი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის კათალიკოსი 1704 წლიდან, ვახტანგ მეექვსის ძმა და თანამდგომელი. ვახტანგის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სტამბოლს გაიწვიეს. თურქეთში მას ახლდა იესე ტლაშაძე - „კათალიკოზ-ბაქარიანის“ ავტორი, რომელსაც დასახელებული ნაწარმოები კათალიკოს დომენტის ინიციატივით დაუწერია. 1704-13 წწ. შეადგინა პირველი ჰაგიოგრაფიული კრებული, ხოლო თურქეთში ყოფნისას (1727-39) შეაგროვა დამატებითი მასალა (იოანე ქართველის, იოანე და ექვთიმე ათონელების საგალობლები) და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავის კრებულში შეიტანა.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები