ბარამგულანდამიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:42, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარამგულანდამიანი — (XVIII ს. პირველი ნახევარი) — თარგმნილი ძეგლი. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. ქართული ვერსია სპარსული პროზაული წყაროს საკმაოდ ზუსტი და გამართული მხატვრული თარგმანია, ჩანართი ლექსები ხშირად ლექსადვეა გადმოღებული, ამასთან, ზოგჯერ იქვე ახლავს ქართული ასოებით შესრულებული სპარსული ტექსტი. ძეგლი საყურადღებოა რომანტიკული ჟანრის განვითარების თვალსაზრისით. მას დაუცავს კლასიკური სარაინდო რომანის სიუჟეტის ძირითადი ნიშნები. „ბარამგულანდამიანი“ საინტერესოა ქართულ-რუსულ და რუსულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა თვალსაზრისითაც. 1773 წ. პეტერბურგში დაიბეჭდა სიმონ ეგნატაშვილის (იგნატიევის) მიერ თარგმნილი თხზულება: «Похождение новомодной красавицы принцессы Гуланданы и принца Барама“. მთარგმნელს თავისუფლად გარდაუთქვამს რუსულად „ბარამგულანდამიანი“ და სხვადასხვა ფოლკლორული თუ ლიტერატურული წყაროებით შეუვსია.


ლიტერატურა


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები