გაბაშვილი ტიმოთე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაშვილი ტიმოთე (?-1764) — მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე. იყო ქართლის მთავარეპისკოპოსი, ქუთაისის მიტროპოლიტი. 1738 წ. ალექსანდრე მეფემ რუსეთს მიავლინა დიპლომატიური მისიით. 1755- 59 წლებში აღმოსავლეთის წმიდა ადგილები მოიხილა. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთში გაატარა, გარდაიცვალა ასტრახანს. მისი ძირითადი ნაშრომი — სამოგზაურო ჟანრის თხზულება „მიმოსვლა“ საქართველოს ისტორიის ფარგლებს სცილდება, ზოგად-ისტორიული მნიშვნელობის ნაწარმოებია. ათონისა და პალესტინის სიძველეთა (ტაძრები, მონასტრები, სკოლები) აღწერისას ავტორი ემყარება ადგილობრივ მოღვაწეთა მიერ მიწოდებულ ცნობებს. იერუსალიმის ჯვარის მონასტრის აღწერისას ეხება რუსთაველის ცნობილ ფრესკას და უარყოფითად იხსენიებს რუსთაველს („ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა...“). ათონზე ყოფნისას ევგენიოს ბულვარისს, ბერძენ თეოლოგს, მისთვის საგულისხმო ცნობები მიუწოდებია ესპანეთის იბერთა შესახებ. აქვე შეხვედრია ტიმოთე ბერძენ, რუს, ბულგარელ და სერბ მოღვაწეებს. ისტორიულ–პოლემიკურ ჟანრს განეკუთვნება ტიმოთე გაბაშვილის მეორე თხზულება „მარწუხი“ (1753), რომელშიც საუბარია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ისტორიასა და მათი დადგენილებების მნიშვნელობაზე ქართული ეკლესიისათვის. ენციკლოპედიური ხასიათის დოგმატიკურ-პოლემიკურ ნაშრომში „გარდამოცემული“ წარმოდგენილია ქრისტიანული დოგმატიკა, თეოლოგიურ-ფილოსოფიური დებულებები, პოლემიკა სხვადასხვა მწვალებლობასთან და მაჰმადიანურ რელიგიასთან. ტიმოთეს ენა ისტორიულ-მოთხრობითს ნაწილში სადაა, ხოლო რელიგიურ-ფილოსოფიურ თხზულებებში - მძიმე, ხელოვნური და მაღალფარდოვანი. ამიტომაც მიიჩნევენ მას „სამი სტილის“ თეორიის მიმდევრად.

ტექსტი

  • მიმოსლვა, თბ., 1956.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები