გიორგი მაწყვერელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი მაწყვერელი (IX ს. დასაწყისი) — მწერალი, საეკლესიო მოღვაწე, აწყურის ეპისკოპოსი. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ვინაობის შესახებ ცნობები შემოგვინახეს გიორგი მერჩულესა და ბასილ ზარზმელის ნაწარმოებებმა. ბასილის თქმით გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ხევისაგან შუარტყლისა, ხოლო აღიზარდა უდაბნოსა ოპიზას“. აწყურის კათედრა მან დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს და დააწყნარა ამ ფეოდალის მემკვიდრეობის გამო შფოთით მოცული სამცხე. გიორგი მერჩულე გიორგი მაწყვერელს ასახელებს იმ ცნობილ მწერალთა შორის, რომელთაგანაც თანამედროვენი თურმე მოელოდნენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები