ნეკა თითი (ზღაპრის მოტივი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:22, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეკა თითი – გავრცელებული ზღაპრული მოტივი, უჩვეულოძალის გმირი 3 დევის მიერ ცეცხლზე შემოკიდებულ ქვაბს ნეკა თითით გადმოდგამს; მძინარე ტარიელს რამი ნეკა თითს მოკვნეტს და ისე გამოაღვიძებს; ამირანი ნეკა თითის მოჭრით კვდება; ტყეში მცხოვრებ ქალს დევი შეეჩვევა და ნეკა თითიდან სისხლს წოეს და ა. შ. ნეკა თითი სიმბოლიური ნიშანია, გავრცელებული სხვადასხვა ხალხთა ფოლკლორში და სიუჟეტური ფუნქცია აკისრია.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი ხალხური ვეფხისტყაოსანი 1937;
- მისივე, მიჯაჭვული ამირანი, 1947.