გრიგოლ ხარჭაშნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 21 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ხარჭაშნელი (სეფაშვილი) (1736–1797) — მწიგნობარი, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (ხარჭაშნის ეპისკოპოსი). 1759 წ. რუსეთში გაჰყვა ნიკოლოზ ალავერდელს. 1783 წ. საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1784 წ. ერეკლე მეორის ბრძანებით კვლავ მოსკოვს მიემგზავრება (ფიქრობენ, რომ ამ მოგზაურობას საიდუმლო პოლიტიკური სარჩული ჰქონდა). დროდადრო საქართველოში ჩამოდიოდა. გრიგოლ ხარჭაშნელი იყო ბიბლიოფილი. მას ბევრი ხელნაწერი გადაუნუსხავს და ბევრიც სქოლიოებით შეუმკია. იგი ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება (ავსებს და აგრძელებს ძველ ქრონიკებს, კინკლოსებს, პასხალიებს). საინტერესოა მისი ავტობიოგრაფიულ-მემუარისტული ნაშრომიც.

ლიტერატურა

  • ტ. რუხაძე, მწერალი ხარჭაშნელი, თსუ შრომები, XXIX-B, თბ., 1946.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები