ვახტანგიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგიანი— (XVIII ს.) — ვრცელი პოეტური ძეგლი, პოემა (298 სტროფი), რომელშიც გადმოცემულია ვახტანგ მეექვსის რუსეთს გადასახლების ამბავი. საინტერესო ცნობებს შეიცავს XVIII ს. პირველი მეოთხედის საქართველოსა და საკუთრივ ვახტანგის ემიგრაციის შესახებ. პოეტური ღირსებით არ გამოირჩევა — ენა დატვირთულია ბარბარიზმებით, ლექსი ნაძალადევია, მხატვრული არსენალი მწირი. ავტორად ოტია ფავლენიშვილს ვარაუდობენ.
ტექსტი
- ლიტერატურული ძიებანი, IV, თბ., 1948.