სალექსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სალექსო – ლექსის შემქმნელისათვის განკუთვნილი საჩუქარი, ჯილდო. სამახსოვრო ნივთი, ლექსის ადრესატის ან თუ ადრესატი დაღუპულია, მისი მახლობლის მიერ გაცემული ლექსის ავტორზე. ზოგჯერ ნივთს თვით ავტორები ასახელებდნენ. სალექსო დამახასიათებელია საგმირო-სამგლოვიარო პოეზიისათვის.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
ელ. ვირსალაძე, ქართ, მთიელთა ზეპირისტყვიერება, 1958, გვ. 33;