ვიდმანი იან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიდმანი იან (XV ს.), ჩეხი მათემატიკოსი. ლაიპციგში გამოვიდა მისი ნაშრომი „სწრაფი და ლამაზი ანგარიში ვაჭართათვის“ (1489).
სისტემატურად იყენებდა „+ და „−“ ნიშნებს, რითაც საფუძველი დაედო ალგებრის სიმბოლიკას. სრულყოფილი გახადა ალგებრული აღნიშვნები, შემოიღო ხარისხის, რადიკალისა და უცნობის ხარისხის აღნიშვნა.