საწყალზედო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საწყალზედო – წყლის მოსატანი ლექს-სიმღერები. უმეტესად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში. წყლის მოტანა ქალთა მძიმე საქმიანობად ითვლებოდა. ამის გამო საწყალზედოს ქალები ასრულებდნენ. გამოიყოფა ორი ჯგუფი: სატრფიალო და საყოფაცხოვრებო. შინაარსით ორივე შერწყმულია წყლის ზიდვასთან. ასეთებია: „თებრონე მიდის წყალზეღა", „აიი თინანო, თინანო”, „იაო, ჩემო იაო“ და სხვანი.
მ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ორბელიანი, ა., ივერიანელების გალობა, სიმღერა ღა ღიღინი. ცისკარი, 1861, №1;
- ჩიქოვანი მ.. ქართული ხალხური სეტყვიერების ისტორია, 1956;
- ოქროშიძე თ. ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.