სიუჟეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:34, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიუჟეტი – (ფრანგ. sujet – საგანი), მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მოქმედების, კონფლიქტის, სიტუაციების და პერსონაჟთა ურთიერთობის თანამიმდევრობა. სიუჟეტი გვევლინება როგორც ძირითადი ამბის მხატვრული გაშლა, წარმოსახვა. სიუჟეტი გამოვლენის ფართო ასპარეზს მოითხოვს. სიუჟეტი, როგორც აუცილებელი მხატვრუ�ლი კომპონენტი, ეპიკურ , დრამატულ და ლირო-ეპიკურ ნაწარმოებებს გააჩნია.