მრჩობლედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მრჩობლედი — ჰიმნოგრაფიული ტერმინი, ორტაეპედი სალექსო სტროფი. ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზიისთვის დამახასიათებელია მრავალტაეპიანობა და ერთი სტროფის ფარგლებში სხვადასხვა ზომის ტაეპთა შეწყობა. ეს არღვევს ერთფეროვან ჰარმონიასა თუ სიმეტრიას, სამაგიეროდ, დიდ დინამიკურობას ანიჭებს ლექსს. ამასთან ერთად, ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზიისთვის მთლად უცხო არ არის ერთხმიანობა. რთული მრავალტაეპიანი სტროფული ფორმის გვერდით გვხვდება ორტაეპედი (მრჩობლედი) და სამტაეპედი სალექსო სტროფები.
ლიტერატურა
- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965.