პონტიფექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:26, 29 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პონტიფექსები – „pontifex“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ქურუმს“. რომში არსებობდა ქურუმთა კოლეგია, რომელიც წარმართავდა მთელი რომაული იმპერიის რელიგიურ ცხოვრებას, მეთვალყურეობდა ყოველნაირ ღვთისმსახურებას და ამოწმებდა ქურუმთა საქმიანობას.

ტრადიცია ამ კოლეგიის დაწესებას მიაწერს ნუმა პომპილიუსს. თავდაპირველად კოლეგია ოთხი წევრისაგან შედგებოდა და მის სათავეში იდგა დიადი პონტიფექსი „pontifex maximus“. ძვ.წ. 300 წლიდან კოლეგიას კიდევ ოთხი წევრი შეემატა. დიქტატორმა სულამ პონტიფექსთა რაოდენობა თხუთმეტამდე გაზარდა.ბიმპერიის ეპოქიდან მოყოლებული, იმპერატორი, რომელიც იმავდროულად „დიადი პონტიფექსიც“ იყო, თავისი სურვილისამებრ ცვლიდა კოლეგიის წევრთა რაოდენობას. არსებობდნენ რიგითი პონტიფექსებიც, რომლებსაც თანაშემწეთა და გადამწერთა ფუნქციაც ეკისრებოდათ.

პონტიფექსთა საქმიანობას თვალს ადევნებდა სენატი და სახალხო კრება.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები