ცილინდრი (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცილინდრი – სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია შეკრული ცილინდრული ზედაპირით და მისი მკვეთი ორი პარალელური სიბრტყით (ცილინდრის ფუძეებით).

იმის მიხედვით, თუ როგორი მრუდია მიმმართველი, ცილინდრი შეიძლება იყოს წრიული, ელიფსური, პარაბოლური, ჰიპერბოლური და ა.შ.

თუ ცილინდრის მსახველი მართობულია იმ სიბრტყისა, რომელშიც მდებარეობს მიმმართველი, მაშინ ცილინდრს ეწოდება მართი.

ტერმინი წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან kylindros – „ლილვაკი“, რომელიც თავის, მხრივ წარმოიქმნა სიტყვიდან kylindro – „ვაბრუნებ“, „ვაგორავებ“; იგი ალბათ, ტექნიკური წარმოშობისაა. როგორც მათემატიკური ტერმინი გვხვდება ევკლიდესთან, არისტარხთან. ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლის მეთოდი ეკუთვნის არქიმედს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები